ახალი ამბები

სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი — გაბუნია

7 სექტემბერი, 2021 • 962
სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სტუდენტთა შორის ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი.

“საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლების დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი.

ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად, გააქტიურდნენ სტუდენტებიც და დროულად ჩაიტარონ აცრა”, —განაცხადა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მანამდე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სკოლებში მასწავლებელთა ვაქცინაციის ტემპი “საიმედოა” და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლებელი იქნება 4 ოქტომბერს სწავლის სასკოლო გარემოში გაგრძელება.

ხელისუფლების წარმომადგენლებს მანამდეც არაერთხელ უთქვამთ, რომ უნივერსიტეტებში სწავლის განახლება დამოკიდებულია სტუდენტებისა და ლექტორების აცრის მაჩვენებელზე, ასევე, ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლის კლებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი