ახალი ამბები

„ხელისუფლებაში მოსვლა არსად არ მსურს… საქართველოში ნამდვილად არ მსურს“ — სააკაშვილი

6 სექტემბერი, 2021 • 1009
„ხელისუფლებაში მოსვლა არსად არ მსურს… საქართველოში ნამდვილად არ მსურს“ — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში დაბრუნება სურს, მაგრამ არა — ხელისუფლებაში მოსასვლელად.

„მე არავის დაშინება არ მინდა. ბუას რომ ქმნიან ჩემგან, მე ვარ ჩვეულებრივი, ორხელა, ორფეხა ადამიანი… არც ხელისუფლება არ მსურს ნამდვილად. ხელისუფლებაში მოსვლა არსად არ მსურს… საქართველოში ნამდვილად არ მსურს“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში დღეს, 6 სექტემბერს.

გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ მას ჰკითხა, აბა, რა მიზნით ჩამოდის საქართველოში, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:

„ჩემი შვილი ნიკუშა მრავალი წელი იზრდება მამის გარეშე, იცით, ეს რა გრძნობაა? იმიტომ, რომ მენატრება ჩემი მიწა, ჩემი ვენახი. იმიტომ, რომ არ მინდა 2 თვეში ერთხელ ვხედავდე დედაჩემს. არ შემიძლია ჩემი ქვეყნის განადგურების ყურება“.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს თქვა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი