ახალი ამბები

გურიაში ქალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა

6 სექტემბერი, 2021 • 2562
გურიაში ქალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთში მცხოვრები 87 წლის ქალი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.

ოჯახის წევრების განცხადებით, “სავარაუდოდ, ქალბატონს კლინიკური სიკვდილი ჰქონდა”. ოჯახის წევრების ცნობით, ქალი ამ მდგომარეობაში 1 საათზე მეტხანს იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ ეტყობოდა.

“კონტაქტში ვერ შემოვიყვანე, ისე ცუდად იყო, ხელში არ მემორჩილებოდა, უკვე სუნთქვაც აღარ ისმოდა. შემდეგ ჩემი ძმა შევიდა და ნახა, რომ დედაჩემი ლოგინზე იჯდა. თვითონ გვითხრა, რომ კლინიკური სიკვდილი ჰქონდა”, – განუცხადა “მთავარ არხს” 87 წლის ქალის შვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი