ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პირველი რეისი დაბრუნებულ ტერიტორიაზე”| ბაქომ ფიზულიში აეროპორტი გახსნა

6 სექტემბერი, 2021 • 1379
“პირველი რეისი დაბრუნებულ ტერიტორიაზე”| ბაქომ ფიზულიში აეროპორტი გახსნა

ბაქოს ცნობით, “ფიზულიში, გათავისუფლებული ყარაბაღის პირველ აეროპორტში დაეშვა “აზერბაიჯანული ავიახაზების” ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A240-500, სახელწოდებით  “Karabakh”.

ფიზულის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა 2021 წლის 14 იანვარს დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ბაქო-ფიზულის რეისის დრო 35 წუთს შეადგენს. ოფიციალური ცნობითვე, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სიგრძე 3000, ხოლო სიგანე 60 მეტრია. აეროპორტის პარკინგი კი გათვლილია 150 ავტომობილზე.

ამასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “აზერბაიჯანი აგრძელებს ყარაბაღის დაბრუნებულ ტერიტორიებზე იძულებით გადადგილებული პირების უსაფრთხო დაბრუნების პროცესს”, თუმცა, რამდენი დევნილი დაბრუნდა უკვე, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უწყებას არ გაუსაჯაროვებია.

2020 წლის ყარაბაღის 44- დღიანი ომის შემდეგ არააღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხრეთით აზერბაიჯანმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა, ისინი, რომლებიც 1993 წლამდე აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული [ჯაბრაილი, ფიზული, ზანგელანი] და ისინიც, რომლებიც 2020 წლის სექტემბრამდე სომხებით იყო დასახლებული [ჰადრუთი].

მასალების გადაბეჭდვის წესი