დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სტუდენტებსა და პედაგოგებს აცრისკენ მოუწოდებს. როგორც ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს აუცილებელია, რათა ოქტომბერსი სწავლა ფიზიკური დასწრებით აღდგეს:
“სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში – სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა.
უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი” – ამბობს ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან.