ახალი ამბები

მელაძე: TV პირველის საინფორმაციო სამსახური სერვერის გათიშვის გამო ვერ მაუწყებლობს

5 სექტემბერი, 2021 • 2540
მელაძე: TV პირველის საინფორმაციო სამსახური სერვერის გათიშვის გამო ვერ მაუწყებლობს

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზის გამო, გამთენიისას ტელეკომპანიის მთავარი სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში ვერ გავიდა 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვება.

მელაძის თქმით, ამ დროისთვის ტელეკომპანიის შესაბამისი სამსახურები სერვეერის ჩართვას ცდილობენ რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დაზიანებულია თუ არა მასზე არსებული ფაილები.

“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია მომხდარი კიბერთავდასხმამ გამოიწვია თუ არა თუმცა აღნიშნავს, რომ სერვერი 4:31-ზე გაითიშა როცა გადაცემები დასრულდა და ტელევიზია მექანიკურ მაუწყებლობაზე გადავიდა რა დროსაც ეთერში სერვერიდან ფილმები გადაიცემოდა.

მელაძის თქმით, ტელეკომპანია ავარიულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. დამატებითი დეტალების გარკვევის შემდეგ სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი