ახალი ამბები

იტალიაში COVID-19-ზე აცრა შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს — Reuters

3 სექტემბერი, 2021 • 1340
იტალიაში COVID-19-ზე აცრა შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს — Reuters

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს, ვისაც აცრის ჩატარება ასაკობრივად უწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თვის ბოლოდან იგეგმება ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზების გაკეთება რისკჯგუფებში შემავალი მოაქალაქეებისთვის.

Reuters-ის ცნობით, იტალიაში ვაქცინაცია უკვე სავალდებულოა სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირებისთვის. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპის ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანო ვაქცინებს სრულ ავტორიზაციას მიანიჭებს, იმუნიზაცია შესაძლოა, ყველასთვის სავალდებულო გახდეს.

ამჟამად ევროპის წამლის სააგენტოს გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია ოთხი ვაქცინისთვის აქვს მინიჭებული.

იტალიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ თვის ბოლოსთვის 12 წლის და მეტი ასაკის იტალიის მოქალაქეების 80% სრულად ვაქცინირებული იქნება. ამჟამად ეს მონაცემი 70.5%-ს შეადგენს.

ქვეყნის მეთაურის თქმით, მთავრობა გეგმავს, გააფართოოს ე.წ. მწვანე საშვის მოქმედება, რომელსაც ამჟამად სრულად აცრილი პირები შორ მანძილებზე მოგზაურობისა და გასართობ აქტივობებში ჩასართავად იყნებენ. დოკუმენტი ასევე სავალდებულოა სკოლების პერსონალისთვისაც.

მთავრობა გეგმავს, აღნიშნული სქემა გაფართოვდეს და გავრცელდეს საჯარო სამსახურებსა და სუპერმარკეტებში დასაქმებული პირებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი