ახალი ამბები

ვალერი გელაშვილმა ხაშურში კანდიდატურა “ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა

3 სექტემბერი, 2021 • 1346
ვალერი გელაშვილმა ხაშურში კანდიდატურა “ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა

ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვალერი გელაშილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა.

ამის შესახებ გელაშვილმა “ფეისბუქში” დაწერა.

“დღეს მივიღე გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა. ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს. თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს”, — წერს გელაშვილი.

“მთავარმა არხმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვალერი გელაშვილი ხაშურში “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იქნება. გელაშვილი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

ბიზსნესმენი ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო. 2020 წლის მარტში ის “ქართული ოცნების” პარტიული სიით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით გახდა პარლამენტის წევრი. 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებში კი დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილებდა.

“ქართული ოცნებიდან” ხაშურის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი