ახალი ამბები

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ავარიის შედეგად ოთხი ავტომობილი დაიმტვრა

3 სექტემბერი, 2021 • 1473
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ავარიის შედეგად ოთხი ავტომობილი დაიმტვრა

თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, რომელიც გლდანის ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი საკვანძო ქუჩაა, დღეს დილით ავტოავარიის შედეგად ოთხი ავტომობილი დაიმტვრა.

შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე თითქმის 45 წუთის განმავლობაში გართულებული იყო საავტომობილო მოძრაობა, რამაც რამდენიმეკილომეტრიანი საცობი გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ როგორ საპატრულო პოლიციის, ისე — სასწრაფოსა და სახანძროს ბრიგადები.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი