ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თბილისის გამო აფხაზებს თურქეთში გამოფენაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს” | სოხუმი

2 სექტემბერი, 2021 • 4760
“თბილისის გამო აფხაზებს თურქეთში გამოფენაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს” | სოხუმი

თბილისის საპროტესტო ნოტის გამო თურქეთში აფხაზ მეწარმეებს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამეწარმეო პალატამ განცხადება გამოაქვეყნა. საუბარია სტამბოლში 2021 წლის 1 სექტემბერს გამართულ კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე «CNR Food Istanbul», სადაც აფხაზი მეწარმეების პროდუქციაც უნდა გამოფენილიყო.

“სამწუხაროდ, საქართველოს საელჩომ თურქეთში, აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში გამოფენაზე შესაძლო მონაწილეობის გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს. გამოფენის ორგანიზატორები კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეწოლით, იძულებული გახდნენ, ბოლო წუთს აფხაზეთი ამოეღოთ გამოფენის მონაწილე ქვეყნების შემადგენლობიდან”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო-სამეწარმეო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზური მხარის ცნობითვე, ანალოგიური შემთხვევა ერთი კვირის წინაც მოხდა, როდესაც აფხაზეთს უარი უთხრეს ვარშავაში 2022 წლის 5-7 აპრილს დაგეგმილ «WorldFoodPoland”-ის გამოფენაში მონაწილეობაზე.

ამავე თემაზე: 

“საქართველო აფხაზეთის გარშემო კედლის აშენებას ცდილობს” | ხედვა სოხუმიდან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი