ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

2 სექტემბერი, 2021 • 949
ევროპულმა საქართველომ ცესკოში პროპორციული სია წარადგინა

“ევროპულმა საქართველომ” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო პროპორციული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ოპოზიციის საერთო კანდიდატი ჩუღურეთის ოლქში გიორგი ნონიაშვილია.

ევროპული საქართველოს პროპორციული სიის ათეული კი თბილისში ასე გამოიყურება:

  1. გიორგი ნონიაშვილი
  2. დათო ჟღენტი
  3. ნინო ორდენიძე
  4. ბესო დონაძე
  5. ლაშა ჯანჯღავა
  6. თეა კოტუა
  7. გიორგი ბახტაძე
  8. ალექსანდრე  გურაბანიძე
  9. მალორიტა ედიშერაშვილი
  10. თეიმურაზ  გვაძბაია

როგორც გიორგი ნონიაშვილმა სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის გადაწყვეტს ქვეყნის თავისუფლების ბედს:

“ან ავიღებთ გეზს და დავბრუნდებით ევროპული საქართველოსკენ, ან მივდივართ, სამწუხაროდ, ჭაობში, რომელსაც გვთავაზობს მეორე, ალტერნატიულ სცენარად „ქართული ოცნება“. ამიტომ ეს არ არის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მხოლოდ, ამას სიმბოლურად, ჩვენ, ოპოზიციურმა ფლანგმა სარეფერენდუმო არჩევნები ვუწოდეთ იმიტომ, რომ მას აქვს სიმბოლური, პოლიტიკური შინაარსი, სადაც წყდება ზუსტად ის თავისუფლების ბედი. სადაც ჩვენი შვილების მომავალი წყდება და მე მგონია, რომ ადამიანებს არ სურთ, საკუთარმა შვილებმა იცხოვრონ კორუფციაში და ისეთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლება არ არსებობს, ადამიანების უფლებები არ არსებობს და მივდივართ ჩრდილოეთისკენ, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობისკენ და ბოლო ერთი კვირის მანძილზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ეს ტენდენცია – ამ ქვეყნის ხელისუფლება როგორ ამბობს უარს ამ ქვეყნის ცივილიზებულ მომავალზე და როგორ აქცია ზურგი დასავლეთს, სამწუხაროდ“ ,- ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი