თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერობის მეორე ვადისთვის იბრძოლებს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოსთვის პარტიული სია დაასახელა.
„გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული – ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას. თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი“, — განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მასშტაბური პროექტების განხორციელებას მხოლოდ მერი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს და ამისთვის საკრებულოში კვალიფიციური გუნდია საჭირო.
“ქართული ოცნების” პარტიული სია თბილისის საკრებულოსთვის ასე გამოიყურება:
- ლევან ჟორჟოლიანი;
- ოთარ გრიგოლია;
- თინათინ ნიბლოშვილი;
- გიორგი ჩაკვეტაძე;
- გრიგოლ კახეთელიძე;
- ნინო ვარდოსანიძე;
- აკაკი ალადაშვილი;
- გიორგი ახვლედიანი;
- ნინო რუხაძე;
- ლევან აბაშიძე;
- გურამ ოქროპირიძე;
- ანა კაკაბაძე;
- ვლადიმერ ბოჟაძე
- ალექსანდრე ხუჯაძე;
- მარიამ ზაქარიაშვილი;
- ლევან დავითაშვილი;
- შალვა ოგბაიძე;
- ნათია მოდებაძე;
- ლევან არველაძე;
- არჩილ გოდულაძე;
- ანა კილაძე;
- გიგა ბრეგვაძე;
- თათია ჩახვაშვილი;
- ვიტალი ონიანი;
- მარიამ გელაშვილი.