ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენი მოკლეს

1 სექტემბერი, 2021 • 1788
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენი მოკლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს.

ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

შსს-ს თანახმად, პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს მკვლელობაში მონაწილე პირი.

ადგილობრივი მედიასაშუალება “ოდიშინიუსის” ცნობით, მკვლელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განმუხურში მოხდა. მედიასაშალების თანახმად, მოკლული ბიზნესმენია ვლადიმირ ვახანია.

ლაივპრესის ინფორმაციით, ვლადიმერ ვახანია ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს 2012 წელს, თუმცა შემდეგ ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. მანამდე კი, 2009 წელს, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს. მას ბრალად ასევე ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაც. ვახანიას 3 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. ვლადიმერ ვახანიამ საპატიმრო 2012 წლის სექტემბერში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი