ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარია. ჯერჯერობით უცნობია სტიქიის მასშტაბი.
ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
“ადგილზე არიან სახანძრო ბრიგადები. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც”, — განუცხადეს ნეტგაზეთს.