ახალი ამბები

EU-ს დახმარებაზე უარის თქმა არის უპასუხისმგებლობა — ხაზარაძე

31 აგვისტო, 2021 • 652
EU-ს დახმარებაზე უარის თქმა არის უპასუხისმგებლობა — ხაზარაძე

პოლიტიკური პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ფინანსურ დახმარებზე უარის თქმა არის უპასუხისმგებლო ქმედება.

ხაზარაძის თანახმად, დახმარებაზე უარის თქმა არის “მოღალატეობის აღიარება”.

“ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე, როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო, როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ, როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია, როცა ბაბშვები შიმშილობენ… მეტს აღარ გავაგრძელებ.

ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკურ და ფინანსურ ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები, სხვა არაფერი ჰქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას”, — აცხადებს მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას

მასალების გადაბეჭდვის წესი