ახალი ამბები

კახეთში სრულად განადგურებული მოსავლის მეპატრონეები ჰექტარში 3 000 ლარს მიიღებენ – ღარიბაშვილი

30 აგვისტო, 2021 • 832
კახეთში სრულად განადგურებული მოსავლის მეპატრონეები ჰექტარში 3 000 ლარს მიიღებენ  – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კახეთში სტიქიის შედეგად განადგურებული მოსავლის მფლობელები სახელმწიფოსგან დახმარებებს მიიღებენ. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ასევე შეისყიდის დაზიანებულ ყურძენს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო გადაიხდის 80 თეთრს, შავ ყურძენში, საფერავში – 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3 000 ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო თვითონ აღუდგენს, დავეხამრებით ჩვენს მოსახლოებას იმისთვის, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

26 აგვისტოს კახეთში  ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ფერმერების მოსავლის ნაწილი დააზიანა, ნაწილი კი სრულად გაანადგურა. სტიქია 30-მდე სოფელს შეეხო და 5 000 ჰექტარამდე ფართობზე ყურძენი, ხეხილი და სხვა მოსავალი გაანადგურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი