პარტიამ „ლელო — საქართველოსთვის“ თბილისის ათივე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დღეს, 29 აგვისტოს წარადგინა.
- მთაწმინდა, საბა ბუაძე — იურისტი;
- ვაკე — მედეა მეტრეველი, ფილოლოგი;
- კრწანისი — თაზო დათუნაშვილი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი;
- საბურთალო — ვახტანგ (ვატო) სურგულაძე, ექიმი;
- ისანი — ლანა გალდავა, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი;
- ნაძალადევი — ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი, ეკონომიკის მაგისტრი;
- დიდუბე — დიმიტრი აბაშიძე, ინჟინერი და ეკონომისტი;
- სამგორი— გულიკო ზუმბაძე, პედაგოგი, ფსიქოლოგი;
- ჩუღურეთი — კახა ჟღენტი, ბიზნესმენი, ინჟინერი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი;
- გლდანი — თამარ ადამია, აღმოსავლეთმცოდნე.
„ოცნებების დრო წავიდა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება საქმე“ — თქვა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ. მისივე თქმით, სწორედ ამ, სუფთა წარსულის გუნდს შეუძლია ქალაქის განვითარება და მისთვის ბუნებრივი, ისტორიული ფუნქციის დაბრუნება.