ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველო “წითელ ზონაში” შეიყვანა

27 აგვისტო, 2021 • 922
საფრანგეთმა საქართველო “წითელ ზონაში” შეიყვანა

საფრანგეთმა საქართველო კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით “წითელი” ქვეყნების სიაში შეიყვანა.

28 აგვისტოდან, შუაღამიდან საქართველოდან მოგზაურები საფრანგეთში შესვლას შეძლებენ მხოლოდ იმ პირობით, თუ სრულად ვაქცინირებული იქნებიან ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ აღიარებული ვაქცინით. ასეთი ვაქცინებია: “ფაიზერი”, “მოდერნა”, “ასტრაზენეკა”, “ჯონსონი და ჯონსონი”.

მგზავრობისთვის საჭიროა ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებას ადასტურებს. ამასთან, ორდოზიანი ვაქცინების მე-2 დოზიდან გასული უნდა იყოს 7 დღე, ერთდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში — 4 კვირა, კოვიდგადატანილი პირების (ერთჯერადი) აცრიდან — 7 დღე. ვაქცინაციის მოწმობების თარგმნა ან აპოსტილით დამოწმება არ არის აუცილებელი იმ პირობით, თუ ისინი იკითხება და აცრის თარიღები და გამოყენებული ვაქცინის ტიპი სწორად არის მითითებული.

არავაქცინირებული მოგზაურები საქართველოდან საფრანგეთში შესვლას მხოლოდ წითელი ქვეყნებისთვის შემუშავებული გადაუდებელი მოტივების შემთხვევაში შეძლებენ.

მოგზაურობის წესების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საფრანგეთის საელჩოს ვებ-გვერდზე:

https://urlz.fr/gm3s?fbclid=IwAR04IWnul3iEEReDXaATtVR5qzc8tec1roM_R2dKce8xZEdO8cJ3rOevCF4

მასალების გადაბეჭდვის წესი