ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და „მეამას“ ბიბლიოთეკა, ბათუმის სანაპიროზე გაიხსნა

26 აგვისტო, 2021 • 972
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და „მეამას“ ბიბლიოთეკა,  ბათუმის სანაპიროზე გაიხსნა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და კომპანია „მეამას“ ერთობლივი ინიციატივით, ბათუმის ძველ ბულვარში მდებარე „მეამა ქოლექთის“ სივრცეში, ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკაში „სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნები იქნება წარმოდგენილი.  

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საზაფხულო საკითხავთან დაკავშირებული კამპანია, რომელშიც თანამედროვე მწერლების გარდა, მკითხველიც ჩართულია. სეზონის ეპიცენტრი, ამჟამად, ბათუმია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, საზაფხულო წიგნებთან დამსვენებლები, სწორედ, აქ შეგვეხვედრებინა“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ბიბლიოთეკით სარგებლობა, ნებისმიერ დამსვენებელს, უსასყიდლოდ შეუძლია. თაროებზე წარმოდგენილია, ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის განკუთვნილი, როგორც ახალი, ისე უკვე პოპულარული გამოცემები. 

ბიბლიოთეკით სარგებლობა საზღვაო სეზონის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი