ახალი ამბები

26 აგვისტო: კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 128 ახალი შემთხვევა

26 აგვისტო, 2021 •
26 აგვისტო: კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 128 ახალი შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 79 შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურდა 4 128 ახალი შემთხვევა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 611 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 43 653 ტესტი ჩატარდა.

ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში გამოვლინდა. თბილისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1 540 ადამიანს დაუდასტურდა. მას მოსდევს აჭარა 494 ახალი შემთხვევეით, შემდეგ კი, იმერეთი 462 დადასტურებული კოვიდინფიცირებით. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • კახეთი – 361
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 334
  • ქვემო ქართლი – 312
  • შიდა ქართლი – 274
  • მცხეთა-მთიანეთი – 102
  • სამცხე-ჯავახეთი – 99
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 56 200, საიდანაც 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 563 ადამიანი, ხელოვნური სუთქვის აპარატზე კი იმყოფება 361 პირი.

3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 45 495 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინეოსივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი. თვითიზოლაციაში კი 55 879 ადამიანი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი