ახალი ამბებიტექნოლოგიები

OnlyFans პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტს აღარ აკრძალავს

25 აგვისტო, 2021 • 7138
OnlyFans პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტს აღარ აკრძალავს

ონლაინ პლატფორმა OnlyFans-მა პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტის აკრძალვა გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც მომხმარებლებისგან მკვეთრად უარყოფით რეაქციას წააწყდა.

მომხმარებლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია კომპანიის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უნდა აკრძალულიყო პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალის გავრცელება.  ეს გადაწყვეტილება OnlyFans-მა ბანკებისა და საგადასახადო კომპანიების ზეწოლის გამო მიიღო მას შემდეგ, რაც მათ შეშფოთება გამოხატეს საიტზე განთავსებული მასალის მიმართ.

25 აგვისტოს განცხადებაში OnlyFans მადლობას უხდის მომხარებლებს პროტესტის გამოხატვისთვის და აღნიშავს, რომ მათ შეძლეს გარანტიების მოპოვება იმისთვის, რათა პლატფორმის ყველა მომხმარებელმა შეძლოს მრავალფეროვანი კონტენტის წარმოება.

OnlyFans შემდეგი პრინციპით მუშაობს: საიტზე იქმნება სპეციალური ანგარიშები, სადაც ადამიანებს ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნება შეუძლიათ, მათ შორის, სექსუალური შინაარსის. ამ მასალის ნახვა კი სხვა პირს მხოლოდ გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლია.

OnlyFans-მა განსაკუთრებული პოპულარობა პანდემიის დროს, ე.წ. ლოკდაუნებისას მოიპოვა და ბევრი ადამიანისთვის, უმუშევრობის ზრდის პირობებში, დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. საიტზე 130 მილიონამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი