ახალი ამბები

OnlyFans პორნოგრაფიულ კონტენტს კრძალავს

20 აგვისტო, 2021 • 1234
OnlyFans პორნოგრაფიულ კონტენტს კრძალავს

სოციალური ქსელი OnlyFans პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტს ოქტომბრიდან კრძალავს. OnlyFans ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ძირითადად ამ ტიპის აუდიო-ვიდეომასალით გახდა ცნობილი.

The Guardian კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ OnlyFans რიგ შემთხვევაში დაუშვებს სიშიშვლის ამსახველ მასალას, თუმცა აიკრძალება „ნებისმიერი მასალა, რომელიც შეიცავს აშკარად გამოხატულ სექსუალურ ქცევას“ .

ეს გადაწყვეტილება OnlyFans-მა ბანკებისა და საგადასახადო კომპანიების ზეწოლის გამო მიიღო მას შემდეგ, რაც მათ შეშფოთება გამოხატეს საიტზე განთავსებული მასალის მიმართ.

OnlyFans შემდეგი პრინციპით მუშაობს: საიტზე იქმნება სპეციალური ანგარიშები, სადაც ადამიანებს ფოტო-ვიდეომასალის გამოქვეყნება შეუძლიათ, მათ შორის, სექსუალური შინაარსის. ამ მასალის ნახვა კი მესამე პირს მხოლოდ გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლია. შესაბამისად, კომპანია ბანკებთან თუ საგადასახადო უწყებებთან ურთიერთობას ვერ გაწყვეტს.

OnlyFans-მა განსაკუთრებული პოპულარობა პანდემიის დროს, ე.წ. ლოკდაუნებისას მოიპოვა და ბევრი ადამიანისთვის, უმუშევრობის ზრდის პირობებში, დამატებითი შემოსავლის წყარო გახდა. საიტზე 130 მილიონამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი