ახალი ამბები

სექტემბერში ველოდებით Johnson & Johnson-ის 50 ათას დოზა ვაქცინას — გამყრელიძე

25 აგვისტო, 2021 • 1941
სექტემბერში ველოდებით Johnson & Johnson-ის 50 ათას დოზა ვაქცინას — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში საქართველოში შემოვა Johnson & Johnson-ის 50 ათასი დოზა ვაქცინა . როგორც ის ამბობს, ეს არის გერმანიის მთავრობის საჩუქარი საქართველოსთვის.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელ კეთდება.

საქართველოში კორონავირუსის წინააღდმგედ ამ დროისათვის ვაქცინაცია შესაძლებელია “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი