სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 24 სექტემბერს ეროვნულ კრებაში [პარლამენტი] გამოსვლის დროს ისაუბრა.
სომხური მედიის ცნობით, საკუთარ გამოსვლაში ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაზეც ისაუბრა.
“არ შემიძლია, არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი დამსახურება 12 ივნისს ჩვენი 15 სამხედრო ტყვეს დაბრუნების ორგანიზებაში”, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.