მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება იზღუდება.
მაყურებლის გარეშე ჩატარდება 2 სექტემბერს საქართველოას და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი. მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მზარდი რიცხვი და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ამის შესახებ განცხადება საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა.
საქართველო-კოსოვოს თამაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს არის დაგეგმილი და ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება.
24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებსა და რესტორნებს მუშაობა შეეძლებათ მხოლოდ 22 საათამდე, ნაცვლად არსებული 23 საათისა.