ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

22 წლის პაციენტი გალიდან კორონავირუსით რუხის საავადმყოფოში გარდაიცვალა

23 აგვისტო, 2021 • 1455
22 წლის პაციენტი გალიდან კორონავირუსით რუხის საავადმყოფოში გარდაიცვალა

22 წლის გალელი პაციენტი, ანა შამათავა კორონავირუსის შედეგად ჯანმრთელობის გაუარესების გამო რუხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც რუხის საავადმყოფოს ექიმმა დავით შონიამ ნეტგაზეთს განუცხადა, პაციენტს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ. პაციენტი გუშინ, 22 აგვისტოს გარდაიცვალა. ექიმის განმარტებითვე, პაციენტს თანმხლები დაავადებაც ჰქონდა.

დღეს, 23 აგვისტოს, შერიგების მინისტრი თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა, საიდანაც აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 60 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში გამოჯანრთელდა 5 200 ადამიანი. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 10,8%-ია. დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობამ კვირას 17 670 შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი