ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების მინისტრი აიცრა და აფხაზეთში მცხოვრებლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

23 აგვისტო, 2021 • 829
შერიგების მინისტრი აიცრა და აფხაზეთში მცხოვრებლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა

შერიგების მინისტრი თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა, საიდანაც აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

“სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა. თეა ახვლედიანმა ვაქცინა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა და მოსახლეობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეა ხელმისაწვდომი. კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი”, – ავრცელებს ინფორმაციას შერიგების სამინისტრო.

 

აფხაზეთში მოსახლეობისთვის მხოლოდ რუსული “სპუტნიკის” ვაქცინაა ხელმისაწვდომი, თუმცა, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო, აფხაზეთში მოსახლეობის ვაქცინაცია დაბალი ტემპით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი