ახალი ამბები

“მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება” — ტიკარაძე ორჯერ ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე

23 აგვისტო, 2021 • 4131
“მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება” — ტიკარაძე ორჯერ ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული პაციენტის გარდაცვალებას.

“მსგავსი შემთხვევა [ორჯერ აცრილის გარდაცვალება] არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა,   და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%. ძირითადში ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებიდან”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

თავად ტიკარაძეს პაციენტის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა, სავარაუდოდ,  საუბარია მწერალ ვაჟა შაქარაშვილზე, რომელიც “გორმედში” მკურნალობდა.

ვაჟა შაქარაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. 11 აგვისტოს მან სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირების შესახებ. ასევე დაწერა, რომ “სინოვაკით” იყო აცრილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი