ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატები დაასახელა

22 აგვისტო, 2021 • 1591
ნაციონალურმა მოძრაობამ მერობის კანდიდატები დაასახელა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს 24 ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატები დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები ნიკა მელიამ დღეს, 22 აგვისტოს წარადგინა, მათ შორის:

სენაკი – კობა ნაყოფია

ოზურგეთი – ირაკლი ღლონტი

ჩოხატაური – ნონა სიხარულიძე

წალენჯიხა – გია ხარჩილავა

ჩხოროწყუ – ბადრი ქარჩავა

ონი – ვაჟა ცეცაძე

ცაგერი – მადონა ბენდელიანი

წყალტუბო – ზაზა მეტრეველი

ტყიბული – ბესიკ ზოსიაშვილი

ბაღდათი – გიორგი რობაქიძე

ხარაგაული – დავით მაღლაფერიძე

საჩხერე – ირინე გრძელიშვილი

ახალციხე – დავით ბალიაშვილი

ახალქალაქი – მელიქ რაისიანი

ნინოწმინდა – ავაკ ბდოიანი

ბორჯომი – გივი ჯოლბორდი

დუშეთი – ლევან კირკველიშვილი

თიანეთი – ილია არჩემაშვილი

ყაზბეგი – იმედა შიოლაშვილი

მარნეული – ელდარ მუსტაფაევი

ბოლნისი – ვახტანგ ჩაგელიშვილი

გარდაბანი – ბესიკ კახაბრიშვილი

წალკა – რუსლან ხუციშვილი

ყვარელი – ალექსანდრე მჭედლიშვილი

ნიკა მელიას განცხადებით, პარტია 2 ოქტომბრის არჩევნებში მხარს დაუჭერს სხვა პარტიების კანდიდატებს, მათ შორის:

ლაგოდეხში – ზურაბ ჯაფარიძე; თერჯოლა – ზურაბ ბუცხრიკიძე; ჭიათურა – ნოდარ ჩაჩანიძე; ლანჩხუთში – ლია მუხაშავრია; ხონი – ზურაბ ჯიბუხაია; მესტია – გეგი გულედანი.

ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატთა ნაწილი მანამდე, 15 აგვისტოს დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი