განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით აჭარის პოლიციამ 1 ადამინი დააკავა. ინფორმაცია შსს-მ 21 აგვისტოს გაავრცელა.
უწყების თანახმად, 1979 წელს დაბადებული პირი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
“სამართალდამცველებმა, [დაკავებულის] მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, აღნიშნული ტრანსპორტის სალონში დამალული, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს”, — წერია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. მსგავსი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.