ახალი ამბები

დღეიდან ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი

20 აგვისტო, 2021 • 1175
დღეიდან ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იუსტიციის სახლებშიცაა შესაძლებელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ.

ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405.

სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.

სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, 10:00-დან 17:00-საათამდე ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი