“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია “თბილისი ენერჯის” კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია, რის გამოც აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება.
გაზის მიწოდების შეწყვეტა დაგეგმილია 20 აგვისტოს 10:00 დან საღამოს 17:00 საათამდე. გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4000-მდე აბონენტს. კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ — ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე.