ახალი ამბები

სჯობს, რთველის დაწყებამდე ყველა იყოს ორჯერ აცრილი – გამყრელიძე

18 აგვისტო, 2021 • 2100
სჯობს, რთველის დაწყებამდე ყველა იყოს ორჯერ აცრილი – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, რომ რთველში მონაწილეობამდე ორჯერ აიცრან.

გამყრელიძემ დღეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ონლაინ ბრიფინგი გამართა, რა დროსაც მოუწოდა პედაგოგებს, სასწავლო წლის დაწყებამდე ორჯერ აიცრან. შემდეგ კი თქვა:

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა იქნება აცრილი, რადგან ინტენსიური მუშაობაა, ხდება კონტაქტი ადამიანებს შორის, მიმოსვლა და ა.შ. და ჯობია რთველის დაწყებამდე, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, – აცხადებს ის.

საქართველოში დღეს აცრა 4 წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი. ესენია „ფაიზერის“; „სინოფარმის“; „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“. აქედან ასაკობრივი დამატებითი რეგულაცია ორ ვაქცინას ეხება – „ფაიზერით“ აცრა შესაძლებელია 16 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ხოლო „ასტრაზენეკათი“ 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

აცრისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სპეციალურ პორტალზე – booking.moh.gov.ge. ასევე ორ სივრცეში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარედ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი