ახალი ამბები

მიმდინარეობს მსჯელობა 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრაზე – გამყრელიძე

18 აგვისტო, 2021 • 820
მიმდინარეობს მსჯელობა 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრაზე – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.

„ ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტში, ასევე საკოორდინაციო საბჭოზე. და ჩვენ ამ თვალსაზრისით ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, სადაც იმავე საკითხს განიხილავენ.

ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებელი უწყების დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ზემოთ მოზარდებს, ძირითადად „ფაიზერითა“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორი ვაქცინის შემთხვევაში არსებობს და საკმაოდ ეფექტური,ა და ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი ეს რეკომენდაცია იქნება ძლიერი მარეგულირებლის, ჩვენც ამ საკითხს… და მე ვფიქრობ, შემოდგომაზე თანდათან ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის აცრებს“, – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში დღეს აცრა 4 წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი. ესენია „ფაიზერის“; „სინოფარმის“; „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“. აქედან ასაკობრივი დამატებითი რეგულაცია ორ ვაქცინას ეხება – „ფაიზერით“ აცრა შესაძლებელია 16 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ხოლო „ასტრაზენეკათი“ 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

აცრისთვის რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ სპეციალურ პორტალზე – booking.moh.gov.ge. ასევე ორ სივრცეში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარედ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარედ.

მასალების გადაბეჭდვის წესი