ახალი ამბები

ზუგდიდში ენმ-ს მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება

15 აგვისტო, 2021 • 2738
ზუგდიდში ენმ-ს მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება

ზუგდიდში მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ანზორ მელია იქნება.

ის დღეს კანდიდატად მისივე შვილმა და ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ წარადგინა.

წარდგენისას მელიამ თქვა, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ის ადამიანია, ვისგანაც მან ძალიან ბევრი ისწავლა და დიდი მოტივაცია მიიღო.

„მადლობა მამა, რაც უნდა ვთქვა, ემოციებს ვერ გამოვხატავ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს 15 აგვისტოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მერობის კანდიდატები წარადგინა. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დეკანოიძე, ანზორ მელია და სხვები – ენმ-მ მერობის კანდიდატები წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი