ჰაიტის მიწისძვრას, რომელიც შაბათს ღამით მოხდა, სულ მცირე 304 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით დაჭრილია.
7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთში მოხდა. როიტერსი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 1 800 ადამიანია დაშავებული, უცნობია დაკარგულთა ზუსტი რიცხვი.
რაც შეეხება სხვა დანაკარგს, მიწისძვრის შედეგად განადგურდა სულ მცირე 949 სახლი, შვიდი ეკლესია, ორი სასტუმრო და სამი სკოლა. დაზიანდა 723 სახლი, ერთი ციხე, სამი საავადმყოფო და შვილი სკოლა.
Gran Ri Vil Jeremie pic.twitter.com/RBPStzMOxE
— JCOM Haïti (@JCOMHaiti) August 14, 2021
2010 წელს ჰაიტიში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 220 000 ადამიანი იმსხვერპლა, 300 000 ათასი კი დაშავდა. მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას. ჰაიტი დღემდე ცდილობს 2010 წლის მიწისძვრისგან მიყენებული ზიანი ბოლომდე აღადგინოს.