ახალი ამბები

ჰაიტის პრეზიდენტი რეზიდენციაში მოკლული იპოვეს

7 ივლისი, 2021 • 1137
ჰაიტის პრეზიდენტი რეზიდენციაში მოკლული იპოვეს
ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზე საკუთარ რეზიდენციაში თავდასხმის დროს მოკლეს. ინფორმაციას ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

პრეზიდენტის რეზიდენციას  პორტ-ო-პრენსში ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე უცნობი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, თავდასხმისას დაშავდა ქვეყნის პირველი ლედიც.

ჟოვენელ მოიზე, რომელიც 53 წლის იყო, პრეზიდენტად 2017 წლის თებერვალში აირჩიეს.

თუმცა მისი მმართველობა მშვიდი არ ყოფილა – გამოცემები წერენ, რომ ბოლო პერიოდში, ისე, როგორც მანამდე არასდროს, ჰაიტიში ძალადობრივი, შეიარაღებული ჯგუფები მოძლიერდნენ. ამასთანავე, თავად პრეზიდენტის მმართველობის დროს ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შევიდა. პრეზიდენტს ოპოზიცია აკრიტიკებდა, მათ შორის იმის გამო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში 7 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი