ახალი ამბები

4 სექტემბრის ჩათვლით ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველოები წყვეტენ მუშაობას

13 აგვისტო, 2021 • 987
4 სექტემბრის ჩათვლით ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველოები წყვეტენ მუშაობას

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სამკიხველო დარბაზი მუშაობას წყვეტს.

ბიბლიოთეკა ფეისბუკ პოსტში განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციის შემდეგ.

შესაბამისი რეგულაციებითა და განრიგით მუშაობას განაგრძობს:

  • ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება;
  • დაკომპლექტების განყოფილება;
  • ფონდებისა და კატალოგების ორგანიზებისა და დაცვის განყოფილება;
  • ელექტრონული რესურსების ორგანიზაციის განყოფილება,

საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდება, მათ შორის, მუშაობას შეწყვეტს მუნიციპალური ტრანსპორტი.

შეზღუდვები, რომლებიც 14 აგვისტოდან ამოქმედდება

მასალების გადაბეჭდვის წესი