ახალი ამბები

საბურთალოზე, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა

12 აგვისტო, 2021 •
საბურთალოზე, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა

საბურთლოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩის N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ფერდის ჩამოშლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა.

“ლორთქიფანიძის ქუჩაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვითარების შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.

დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი