ახალი ამბები

კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ

12 აგვისტო, 2021 •
კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ

საქართველოში კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 00:00 საათისა, 23:00 საათამდე იქნება დასაშვები. ეს და სხვა გადაწყვეტილებები მთავრობამ გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღო. შეზღუდვები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ამასთან, როგორც მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

“სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით”, — აღნიშნავს მთავრობა.

იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.

ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი