საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, რომ სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს მხოლოდ ვაქცინაციის ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR, ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს, 12 აგვისტოს განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა.
ღიბრაძის თქმით, საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.