საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდვითარების სირთულიდან გამომდიარე, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში რიგი შეზღუდვები წესდება.
როგორც მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, “სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით”. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.
ამასთან, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებიც. მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე განახორციელებენ ვაქცინაციას.