ახალი ამბები

ონლაინ სწავლება განათლების სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად სახელდება — NDI-ის კვლევა

12 აგვისტო, 2021 • 2091
ონლაინ სწავლება განათლების სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად სახელდება — NDI-ის კვლევა

საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა განათლების სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად ონლაინ სწავლებას ასახელებს. ამის შესახებ მეტყველებს „აშშ-ის ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის“ [NDI-ის] კვლევა.

კვლევაში მონაწილე პირებს ჰკითხეს, რას არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა. პასუხების თანახმად, ყველაზე დიდ პრობლემად მოქალაქეებმა ონლაინ სწავლება დაასახელეს (27%), შემდეგ მოდის მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალი კვალიფიკაცია, პრობლემებს შორის მესამე ადგილი (9%) კი უნივერსიტეტში სწავლის საფასურს უჭირავს.

ამასთანავე, 27% ამბობს, რომ არ იცის, რა არის მთავარი პრობლემა, 11% კი აცხადებს, რომ განათლების სისტემაში საერთოდ არ არის პრობლემები.

მოქალაქეთა დამოკიდებულება განათლების სისტემის მიმართ. სქრინი: NDI-კვლევიდან

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა შორის ქალები უფრო ხშირად ასახელებდნენ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, ვიდრე კაცები. ამავედროულად, უფრო მეტი კაცი ამბობს, რომ არ იცის, რა პრობლემებია განათლების სისტემაში, ვიდრე ქალი.

მოქალაქეთა დამოკიდებულება განათლების სისტემის მიმართ. სქრინი: NDI-კვლევიდან


საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. წინა წლების კვლევებისგან განსხვავებით, 2020-2021 წლებში კვლევა ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით და არა — პირისპირ ინტერვიუს სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი