ახალი ამბები

49 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 5 128 ახალი შემთხვევა – 12 აგვისტო

12 აგვისტო, 2021 •
49 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 5 128 ახალი შემთხვევა – 12 აგვისტო

საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 5 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.

Stopcov.ge-ს ცნობით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 310 ადამიანი და ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 ანტიგენის ტესტით და 19 832 — PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.52%.

5 128 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 2 236,
  • აჭარა – 811,
  • იმერეთი – 537,
  • ქვემო ქართლი – 246,
  • შიდა ქართლი – 280,
  • გურია – 106,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287,
  • კახეთი – 398,
  • მცხეთა-მთიანეთი – 101,
  • სამცხე-ჯავახეთი – 102,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24.

ამ მონაცემებით, პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 466 326 შემთხვევა გამოვლინდა. 412 420 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 279 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 47 601 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი