საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 635 ადამიანი და ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 564 ანტიგენის ტესტით და 19 866 — PCR ტესტით.


NCDC-ს თანახმად, გასულ 24 საათში ქვეყანაში კიდევ 23 935 აცრა ჩატარდა. ამ დროისთვის საქართველოში 688 940 აცრაა ჩატარებული, 210 776 ადამიანი კი სრულადაა აცრილი.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 461 198 შემთხვევა გამოვლინდა. 409 110 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 230 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის 45 832 აქტიური შემთხვევაა.