ახალი ამბები

“აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

10 აგვისტო, 2021 • 7468
“აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სასულიერო პირის თქმით, ეპიდემიის დასამარცხებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იმუნიზაცია აუცილებელია.

დეკანოზ ლომიძის თქმით, ის თავად სრულადაა აცდილი და მისი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა:

“მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ, სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. დაფიქრდით და გაიგეთ: დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა”, – წერს დეკანოზი “ფეისბუკ” გვერდზე.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 54 ადამიანი. მათ შორის ერთი ორსული ქალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი