ახალი ამბები

გლდანში რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

10 აგვისტო, 2021 • 2305
გლდანში რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე რესტორანი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო რამდენიმე საათის წინ შრომის ინსპექციამ დააჯარიმა.

როგორც უწყებაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რესტორანში აკრძალული სოციალური ღონისძიება, ქორწილი იმართებოდა. შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ იურიდიული პირი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა, კვების ობიექტები და სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარება, განმეორების შემთხვევაში კი დაწესებულება დაილუქება.

მასალების გადაბეჭდვის წესი