ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა, 5 გარდაცვლილი | სომხეთის სტატისტიკა

10 აგვისტო, 2021 • 973
კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა, 5 გარდაცვლილი | სომხეთის სტატისტიკა

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 313 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამეში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსით გამწვეული სიკვდილობის 1-დან 10-მდე შემთხვევა ფიქსირდება. დღიური შემთხვევების რაოდენობა კი 350-ს არ სცდება.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4,658 ადამიანია გარდაცვლილი, რაც მილიონ მოსახლეზე 1,569-ს უდრის [საქართველო -1553]

ოფიციალური სტატისტიკითვე, რამდენჯერმე ნაკლებია კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აზერბაიჯანში – მილიონ მოსახლეზე 495 ადამიანი.

ვაქცინაციის როლი COVID-ით გარდაცვალების შემთხვევების შემცირებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი