ახალი ამბები

კაცმა ქალი ცივი იარაღით მძიმედ დაჭრა და მიიმალა – შსს

10 აგვისტო, 2021 •
კაცმა ქალი ცივი იარაღით მძიმედ დაჭრა და მიიმალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ სახლში კაცმა ქალი ცივი იარაღით რამდენჯერმე დაჭრა, შემდეგ კი მიიმალა.

როგორც უწყება წერს, ქალს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და ის კლინიკაშია გადაიყვანილი. კაცი კი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (სსკ 19-108-ე) დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ბრალდებული იყო ქალის ყოფილი პარტნიორი. ის მას თავს მაშინ დაესხა, როდესაც ქალი სამსახურიდან ბრუნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი