ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ავტორიზებული კოვიდ-ვაქცინები ეფექტურად იცავენ ადამიანებს სიკვდილისა და მძიმე ფორმით ავადობისაგან. საქართველოში ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
ლონდონში ვაქცინაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა შეცდომით შეუტიეს BBC-ის ყოფილ სათავო ოფისს. როგორც The Guardian წერს, ანტივაქსერული აქციის მონაწილეებმა არ იცოდნენ, რომ თითქმის ათი წელია, რაც BBC აღნიშნული შენობიდან გადავიდა და ახლა იქ ძირითადად ITV-ს დღის შოუებისთვის სტუდიებს აქირავებენ.
დემონსტრაციის მიზეზი BBC-ის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პოპულარიზაცია გახდა. BBC-ის ყოფილ შენობასთან შეკრებილი ასობით ანტივაქსერი მაუწყებლის მიერ კორონავირუსის პანდემიის გაშუქებას აკრიტიკებდა და სკანდირებდა “გრცხვენოდეთ”.
Guardian-ის ცნობით, ანტივაქსერებს შორის იყო ინგლისის ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერის, ჯერემი კორბინის ძმაც, რომელიც პირდაპირ ეთერში BBC-ის ყოფილი შენობის დაკავებაზე საუბრობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო ლონდონის პოლიციაც, რომელთანაც მცირე დაპისპირება ჰქონდათ ანტივაქსერ აქტივისტებს.
როგორც BBC-ის ახალი ამბების ხელმძღვანელმა განაცხადა, ჟურნალისტების შეურაცხყოფა მზარდი პრობლემაა და თანამშრომლებს მოუწოდა, გაიარონ ტრენინგი, თუ როგორ მოიგერიონ პირადი თავდასხმები.